2016-12-26 16:05:11, 2282 ნახვა
სამართალი
კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილ უფროს რომან შამათვას 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
შამათავა ცნობილი იქნა დამნაშავედ პაატა ქარდავას და დავით ცინდელიანის თვისუფლების უკანონოდ აღკვეთაში და ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
მოსამართლემ ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა გადააკვალიფიცირა და განაჩენი განზრახ მკვლელობის მუხლით გამოუტანა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ცინდელიანის და ქარდავას ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა.
ისინი შამათავასთვის მისჯილ 8 წლიან სასჯელს აპროტესტებენ და მისთვის უვადო პატიმრობას ითხოვენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან