|
2016-12-26 15:50:40, 1272 ნახვა
საზოგადოება
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის უცვლელი დარჩა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების 2017 წლის ტარიფების დამტკიცების შესახებ ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელა. კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო და 0.4 კვ ძაბვის კომერციული მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. სს „თელასის“ საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე): 0 - 101 კვტსთ და საერთო მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის- 11 თეთრი/კვტსთ; 101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის - 14.40 თეთრი/კვტსთ. 301 კვტსთ-ზე მეტი - 18.20 თეთრი/კვტსთ. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე): 0 - 101 კვტსთ და საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის - 10.978 თეთრი/კვტსთ; 101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის - 14.348 თეთრი/კვტსთ; 301 კვტსთ-ზე მეტი - 18.178 თეთრი/კვტსთ. გარდა ამისა, 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ დაადგინა სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ სამომხმარებლო ტარიფები110-35;10-6-3.3. კვ-ზე და განაწილებისა და გატარების ტარიფები: სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფი მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე): 110-35 კვ - 12.324 თეთრი/კვტსთ; 10-6-3.3 კვ - 12.981 თეთრი/კვტსთ; 0.4 კვ - 16.740 თეთრი/კვტსთ. სს „თელასის“ ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე): 110-35 კვ - 1.270 თეთრი/კვტსთ; 10-6-3.3 კვ - 1.927 თეთრი/კვტსთ; 0.4. კვ - 5.686 თეთრი/კვტსთ. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფები მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე): 110-35 კვ - 11.502 თეთრი/კვტსთ; 10-6-3.3 კვ - 12.681 თეთრი/კვტსთ; 0.4 კვ - 16.776 თეთრი/კვტსთ. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე): 110-35 კვ - 1.504 თეთრი/კვტსთ; 10-6-3.3 კვ - 2.683 თეთრი/კვტსთ; 0.4.კვ - 6.778 თეთრი/კვტსთ. ტარიფების მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)