|
2016-12-26 14:33:41, 1051 ნახვა
საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამოქმედო არეალშიც სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა (სემეკ) ეროვნულმა კომისიამ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების 2017 წლის ტარიფები დაუდგინა. სემეკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო ტარიფი კვლავ 0.4 კვ - 16.776 თეთრი/კვტსთ იქნება. რაც შეეხება ელექტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფს, მაღალ ძაბვაზე 148 მეათასედი თეთრით შემცირდება ტარიფი. ასევე ტარიფი მცირედით მცირდება დაბალ ძაბვაზე. გარდა ამისა, კომერციული ტარიფი საშუალო ძაბვაზე გაიზარდა. სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განმარტებით, აღნიშნული ზრდა განპირობებულია იმით, რომ კომპანიის განაწილების არეალიდან გავიდა ერთ-ერთი დიდი მომხმარებელი და შესაბამისად, გასანაწილებელი და გასატარებელი ელექტროენერგიის რაოდენობა შემცირდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების ტარიფები ასეთია: 220/380 ვოლტი - 678თეთრი/კვტ/სთ; 3,3 – 6,10 კილოვოლტი - 2,683 თეთრი კვტ-სთ; 35 – 110 კილოვოლტი - 1,520 თეთრი/ვკტ/სთ. ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები: 220/380 ვოლტი - 678 თეთრი/კვტ/სთ; 33 – 6,10 კილოვოლტი - 2,683 თეთრი/კვტ/სთ; 35 – 110 კილოვოლტი - 1,504 თეთრი/კვტ/სთ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)