|
2016-12-25 19:15:39, 960 ნახვა
საზოგადოება
თურქეთის კლინიკაში 2 წლის ანასტასია ზაალიშვილს სხვადასხვა პროცედურები უტარდება
თურქეთის კლინიკა „მედიკალ პარკი“-ს წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრის მიხედვით ამ დროისთვის მიმდინარეობს ანასტასია ზაალიშვილისთვის დამატებითი დიაგნოსტიკური პროცედურები და სათანადო მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა. სოლიდარობის ფონდს ანასტასიას ოჯახმა დახმარებისთვის 2 დღის წინ მომართა, ამ პერიოდის განმავლობაში, გარდა ფინანსური დახმარებისა ოჯახს დეპორტაციისა და ვიზის პრობლემა ჰქონდათ რაც კიდევ უფრო ართულებდა ბავშვის სხვა ქვეყანაში გადაყვანის პროცესს. გუშინ დილიდან აქტიურად განიხილებოდა ბავშვის თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირება, მოგეხსენებათ რომ გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმისა (ექიმები ელოდებოდნენ ბავშვის მდგომარეობის დასტაბილურებას რათა ტრანსპოერტირეებასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმადე ყოფილიყო დაყვანილი ვინაიდან შესაძლო იყო ტრანსპორტირებას გართულებები მოყოლოდა), არსებობდა ტექნიკური პრობლემები რაც ხელს უშლიდა ბავშვისა და მშობლის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას. როგორც უკვე გაცნობეთ, ანასტასია თავის დედასთან ერთად დღეს უკვე ქალაქ სტამბოლში იმყოფება. სოლიდარობის ფონდმა საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი დახმარებით არამხოლოდ ანასტასიას დაფინანსება შეძლო, არამედ ბავშვის გადასარჩენად ყველანი ვიდექით ერთად - ბავშვის ოჯახი, ექიმები, სამინისტროები, დიპლომატიური მისიები, ანასტასიას გულშემატკივრები... ანასტასიას ოჯახისა და სოლიდრაობის ფონდის სახელით უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ქალბატონ ნინო კობახიძეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს, თურქეთში ჩვენ დიპლომატიურ მისიას, საემიგრაციო სამსახურსა და თურქეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსს ბატონ ავთანდილ თალაკვაძეს, ჯანდაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსს ქალბატონ ხათუნა ჩაჩავას. საქართველოს აეროპორტის გაერთიენების უფროსის მოადგილეს უშიშროების საკითხებში ბატონ დავით ჯაბუას, აეროპორტის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა შესაბამის უწყებას. ასევე,ანასტასიას ტრანსპორტირებისა და სპეციალური რეისით გადაყვანის ორგანიზებაში მონაწილე სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრ „ემერჯენსი სერვისი“-ს გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი ვაშაკიძეს და ცენტრის თითოეულ თანამშრომელს რომლებმაც ფასდაუდებელი შრომა გაწიეს ბავშვის დასახმარებლად. ნამდვილად გვეამაყება, რომ ათი ათასობით ადამიანისა და 41 კომპანიის თანადგომით სოლიდარობის ფონდს შეუძლია ონკოლოგიის პრობლემის მქონე თითოეული ბავშვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა.
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)