2016-12-25 18:00:17, 2198 ნახვა
სამართალი
მოთხილამურე პატრული მიტარბის სათხილამურო ტრასაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი კურორტი - მიტარბი დღეს ოფიციალურად გახსნა.
შსს-ს ინფორმაციით, გახნის საზეიმო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
მათივე ცნობით, მიტარბის ახალ სათხილამურო ტრასაზე, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ზამთრის კურორტზე, დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს ახალი დანაყოფი - მოთხილამურე პატრული დაიცავს.
სპეციალურად გადამზადებული, სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და ეკიპირებით აღჭურვილი შსს-ს საპატრულო პოლიციის 80-მდე თანამშრომელი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონის დასრულებამდე დარჩება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან