2016-12-25 10:30:00, 2310 ნახვა
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ი.ღ. თბილისში დააკავეს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 126 აბი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან