2016-12-21 15:01:23, 2371 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ გურამ და მაია რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებული გურამ და მაია რჩეულიშვილები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა რჩეულიშვილების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.
როგორც მაია რჩეულიშილის ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
„მას აქვს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე, ასევე გულის იშემიური დაავადება, კუჭნაწლავის ძალიან სერიოზული პრობლემები და საერთოდ ზოგადად მდგომარეობა არის მძიმე”, - განაცხადა ადვოკატმა.
საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის თქმით, მაია რჩეულიშვილს რაიმე ახალი დაავადება არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული არ არის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან