19:20 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 19:04:57, 1293 ნახვა

საზოგადოება
ზალკალიანმა გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან სირიის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხი განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნილს სკოტს შეხვდა.
 
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სირიაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე და განიხილეს საქართველოს ჩართულობა სირიის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის პროცესში.
 
ნილს სკოტმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სირიის კრიზისის აღმოფხვრასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის, ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს სირიის მოსახლეობას.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ამ საკითხში გაერო-ს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას შორის თანამშრომლობის საკითხები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics