|
2016-12-19 11:44:12, 824 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ავტოპარკს კიდევ 15 ახალი ავტობუსი შეემატა
სულ მალე თბილისში „Man“-ის ფირმის ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული კიდევ 15 ახალი ავტობუსი ივლის. 15-ვე ავტობუსი N51 ხაზზე დაინიშნება და გრძელ დისტანციაზე - გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებს. ახალი ავტობუსები მედიის წარმომადგენლებს დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, მამუკა მუმლაძესთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფროსთან, ნუგზარ ჭეიშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად წარუდგინა. ავტობუსები ხაზზე 1 იანვარს გავა და მგზავრებს სტანდარტულ ფასად - 50 თეთრად მოემსახურება. ამავდროულად, დაწესებული შეღავათებიც შენარჩუნდება. “ჩამოვიდა ახალი ავტობუსების მორიგი ნაკადი, რომელიც პირველი იანვრიდან ივლის N 51-ე მარშრუტზე. მანამდე დამონტაჟდება გადახდის სისტემა, ტაბლო და ავტობუსები სრულად იქნება აღჭურვილი იმისათვის, რომ კომფორტულად მოემსახუროს ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის შემდგომი ნაკადი, რომელიც იანვარში უნდა მიგვეღო, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ გაითვალისწინა რა ჩვენი თხოვნა, დააჩქარა მოწოდების პროცესი. ასე რომ, ჩვენ მათთან შეთანხმებულ გრაფიკს ვუსწრებთ. მომდევნო ავტობუსებიც შედარებით უფრო ადრე იქნება მიღებული. კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებს ჩვენს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას და დაჩქარებით გვაწვდის ავტობუსებს, რათა უფრო ადრე მოვემსახუროთ კომფორტულად ჩვენს თანამოქალაქეებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. პირველი რეისის შესრულებამდე ახალ ავტობუსებს განაბაჟებენ და ტექნიკურად მოამზადებენ. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ კონკურსის წესით შერჩეული მძღოლები გადამზადდებიან. გერმანულმა კომპანია „Man Truck and Bus AG“-მა ახალი ავტობუსების მოწოდების მეორე ეტაპი წინსწრებით განახორციელა: ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, თბილისმა პირველი 10 ავტობუსი სექტემბერში მიიღო, რომლებიც N61 მარშრუტზე 6 ოქტომბერს გავიდნენ. მეორე ეტაპზე „Man“-ს თბილისისთვის 13 ავტობუსი იანვარში უნდა ჩაებარებინა, ხოლო თებერვალ-მარტში კიდევ 60-60 უნდა გადმოეცა, თუმცა, მომწოდებელმა ქართული მხარის თხოვნა გაითვალისწინა და ავტობუსების ნაწილის ვადაზე ადრე მოწოდება შეძლო. უკვე გარკვეულია, რომ მალე თბილისი წინსწრებით კიდევ 10 ავტობუსს მიიღებს და იანვრის ბოლოდან ისინი N 37 ხაზზე - სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებენ. 12-მეტრიანი, ახალი ავტობუსები შშმ პირებისა და ჩვილ ბავშთა ეტლებისთვის სრულად არის ადაპტირებული და საამისოდ, სპეციალური პანდუსებით არის აღჭურვილი, ხოლო სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეებია გამოყოფილი. „Man“-ის ავტობუსებში კონდიცირების სისტემა მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ავტობუსები აღჭურვილია USB როზეტით, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დატენონ ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები. თბილისს აპრილში სულ 143 „Man“-ის ახალი ავტობუსი ეყოლება. მერიის გადაწყვეტილებით, ლურჯი ავტობუსები დიდ, ყვითელ „ბოგდანის“ ფირმის ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. გამოთავისუფლებული დიდი „ბოგდანები“ კი, ტექნიკური შემოწმებისა და რემონტის შემდეგ იმ მარშრუტებზე დაემატებიან, სადაც ავტობუსების განსაკუთრებით მწვავე ნაკლებობაა. გადაწყვეტილია, რომ N 61 მარშრუტის ყვითელი ავტობუსები N 11 ხაზზე მოძრაობენ. ამჟამად, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური N51 მარშრუტზე არსებული ყვითელი ავტობუსების გადანაწილების ვარიანტებს განიხილავს. დღეს თბილისში მგზავრებს ყოველდღიურად 522 მუნიციპალური ავტობუსი ემსახურება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად, დიდ დიღომში 377 ავტობუსზე გათვლილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტობაზა შენდება, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წლის გაზაფხულზე შევა და ქალაქში მოძრავ ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)