17:41 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 18:34:23, 982 ნახვა

საზოგადოება
ავსტრიაში 'ვეფხისტყაოსანის' ახალი გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვენის დიპლომატიურ აკადემიაში 1954 წელს ავსტრიელი პოეტისა და ლიტერატორის ჰუგო ჰუპერტის მიერ გერმანულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანის" საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი გამოცემა თანამედროვე დიზაინითა და უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხით არის შესრულებული.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, პოემა მოწვეულ სტუმრებს გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა მანანა თანდაშვილმა და საიუბილეო გამოცემის ავტორმა რუსუდან მოსიძემ წარუდგინეს.

ლიტერატურული საღამოს ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ნაწარმოების მნიშვნელობას და ს. ქობულაძის შესრულებით „ვეფხისტყაოსნის" ისტორიულ ილუსტრაციებს, მათ შორის მე-17 საუკუნის მინიატურებს.

ღონისძიება ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის EUTERPE-ს და ვენის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების (Österreichische Orient-Gesellschaft Hammer-Purgstall) ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.  

ლიტერატურულ საღამოს ავსტრიის სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების,  აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენელები დაესწრნენ.

ცნობისთვის, ჰუგო ჰუპერტის მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი" პირველად 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით „რუსთაველი და მისი პოემა"  გამოიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics