|
2016-12-16 15:35:39, 1592 ნახვა
კომენტარი
ხუციშვილი: ჩვენ არ ვაყალბებთ სტატისტიკას და ამის ტექნიკური საშუალებაც არ გვაქვს
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამინისტრო სტატისტიკას არ აყალბებს და ამის ტექნიკური საშუალებაც არ აქვს, - ასე გამოეხმაურა შალვა ხუციილი სამისტროს მისამართით გამოთქმულ პრეტენზიას სტატისტიკასთან დაკავშირებით. შალვა ხუციშვილმა, სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს მეთოდოლოგია წარუდგინეს, თუ როგორ დგება დანაშაულის შესახებ სტატისტიკა, ასევე რა ახალი პროგრამების დანერგვას აპირებს უწყება. რაც შეეხება სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხუციშვილის თქმით, 2010 წელს უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმით, ამ სტატისტიკის გამოქვეყნება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კომპეტენცია გახდა. მისივე განმარტებით, სტატისტიკის იწარმოება ელექტრონულად, პროგრამულად, რომელსაც უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი ორგანო, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი სტატისტიკას ამუშავებს, რომელსაც შემდეგ სტატისტიკის სამსახურს უგზავნის. ცნობისთვის, პროგრამა ამ ეტაპზე საპილოტო რეჟიმით ხორციელდება, ხოლო სრულად 2017 წლის ბოლოს ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)