|
2016-12-16 12:59:55, 859 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი მულტიდისციპლინური ჯგუფის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფი ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის პროგრამა „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების გაძლიერების“ ხელშეწყობით შეიქმნა და მისი მიზანი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ წარმატებით განხორციელების მხარდაჭერაა. ის სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისგან შედგება. უწყების ინფორმაციით, წულუკიანმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. შეხვედრა იმ ვითარების ამსახველი პრეზენტაციით გაგრძელდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში იქმნება წინასასამართლო, სასამართლო და სასჯელის შეფარდების შემდგომ ეტაპებზე. პრეზენტაციებზე ხაზგასმით აღინიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც არასრულწლოვანთა კოდექსი ბავშვთა მართლმსაჯულების სფეროში ამკვიდრებს, იმსჯელა იმ გამოწვევევებზე, რაც კოდექსის იმპლემენტაციის დროს გამოვლინდა და სამომავლო ნაბიჯები დაგეგმა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“პირველი სპეციალიზებული სისტემაა საქართველოში ბავშვთა მართლმსაჯულებისათვის. ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საუკეთესო მექანიზმადაა აღიარებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. კოდექსი ეხება ყველა არასრულწლოვანს, მიუხედავად იმისა, იქნება ის ბრალდებული, დაზარალებული თუ მოწმე სისხლის სამართლის პროცესში, და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ბავშვის ინტერესების პრიორიტეტულობა, საპატიმრო ღონისძიებების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, ნასამართლობის მოხსნა სასჯელის მოხდისთანავე, მართლმსაჯულების საქმეებში მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, ადვოკატებისა და სხვა პროფესიონალების მონაწილეობა, მშობლის, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა თუ პედაგოგის ჩართულობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების − გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის − წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები. (NS)
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)