|
2016-12-16 12:12:02, 762 ნახვა
საზოგადოება
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. „ინგლისის სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი კატეგორიულად ვადასტურებთ ვანო ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეს, თითქოს ინგლისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება. ინგლისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. უფრო კონკრეტულად, ინგლისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ბატონ ჩხარტიშვილს არ გააჩნია არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი წილი სადაო აქტივებში. ამ აქტივებში შედის: ,,ჯეი სი ფოთის წისქვილქარხნის“ წილი, ,,პრომეტკო ლიმითედის“ წილი, ,,ჯე-ეს-კო ლიმიტედის“ წილი, ,,საქართველოს თაბაქოს წარმოების“ წილი და ბევრი სხვა უძრავი ქონება, რომლებიც ბადრის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ ბატონი ჩხარტიშვილის მიერ იქნა უკანონოდ მითვისებული. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც ამ ეტაპზე სურვილი აქვს შეიძინოს ეს ქონება ან აწარმოებს მოლაპარაკებებს ზემოთნახსენებ აქტივებთან დაკავშირებით, ბატონ ჩხარტიშვილთან ან მის წარმომადგენლებთან, ვატყობინებთ, რომ მას არ აქვს არანაირი იურიდიული უფლებამოსილება ამ ქონებაზე, რომელიც მის მიერ თაღლითურად იქნა მითვისებული. პირველი ინსტანციის მოსამართლის დასკვნა, რომ ბატონი ჩხარტიშვილი არის არაპატიოსანი მოწმე, რომელმაც უკანონოდ მიითვისა ქონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ისევ ძალაშია. ეს დასკვნა ბატონმა ჩხარტიშვილმა არც გაასაჩივრა. თავისი ცრუ განცხადებებით, მან შეცდომაში შეიყვანა ქართული საზოგადოება და ამისთვის მან პასუხი სრულად უნდა აგოს ყველა იმ მხარესთან ერთად, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ამ არაკანონიერად მითვისებულ ქონებასთან. როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ ვანო ჩხარტიშვილმა, სარჩელის ხანდაზმულობის საქართველოს კანონის გამოყენებით, გაგვირთულა ფულადი კომპენსაციის მიღება. რომელიც მან არაკანონიერი ქმედებების გამო უნდა გაიღოს. ეს ტექნიკურ-იურიდიული საკითხებია, რომლებიც ეხება სარჩელის წარმოებას თაღლითობის ქმედების ჩადენიდან გარკვეული დროის შემდეგ. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი გააგრძელებს ანაზღაურების მიღების მცდელობას ბატონი ჩხარტიშვილისგან, მისი არაკანონიერი ქმედებების გამო. ,,ბლუ ტროპიკ ლიმითედის“, ,,კოპელა ვინჩერს ლიმიტედის“, ,,ჯი ეს სი ფოთის წისქვილქარხნის“, ,,პრომეტკო ლიმითედის“, ,,ჯე ეს კო ლიმითედის“ და ,,საქართველოს თაბაქოს წარმოების“, ასევე, ბადრის კუთვნილი სხვა ქონებების ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებად გასაღების ნებისმიერი მცდელობა არის სიცრუე. მესამე მხარეები, რომლებსაც შეკითხვები გაუჩნდებათ ამ ქონებაზე უნდა დაუკავშირდნენ ჩვენი ინტერესების დამცველების ლაშა ბირკაიასა და კობა კვანტალიანის ოფისს საქართველოში, ტელეფონზე +995 790 290-272 ან ელექტრონული ფოსტით, მისამართზე info@bklaw.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)