01:04 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 20:56:13, 2244 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: განსაკუთრებული ყურადღება მთის კურორტების განვითარებას მიექცევა

ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობაზე, რომელმაც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს როგორც ტურისტული ნაკადის, ისე შემოსავლების ზრდა. ამ თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა მთის კურორტების განვითარების ხელშეწყობაზე, მათ შორის ისეთ პროექტებზე, როგორიცაა საბაგიროს მშენებლობა გუდაურში, ასევე გუდაურში ხელოვნური ტბის გაკეთება, ბიატლონის დარბაზისა და ტრამპლინის მშენებლობა ბაკურიანში, საბაგირო ჰაწვალში.  პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით,  ხელისუფლება გააგრძელებს ინვესტიციებს ტურიზმის ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაში, რათა საქართველო მიმზიდველი გახდეს როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics