14:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 16:36:35, 1012 ნახვა

საზოგადოება
პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს' ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გრიპის სიმპტომის მოტივით შესული გამოძახებები 112-დან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მისამართდება. 24-საათიან სამუშაო რეჟიმში თბილისის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის 4 ცენტრი მუშაობს. ახალი პროტოკოლი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განსატვირთად წუხელ ამოქმედდა.

ამ დროისთვის, უწყვეტ რეჟიმში, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. #57), კლინიკა „მედკაპიტალის“ გლდანის (გამარჯვების ქ. #1), საბურთალოსა (გამრეკელის ქ. #19) და სამგორის (მოსკოვის გამზირი, კვ. 4, კორპ. 3) რაიონული ფილიალები ფუნქციონირებს.

უწყების ინფორმაციით, ოჯახის ექიმები პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას და ადგილზე სამედიცინო მომსახურებას უწევენ. საჭიროების შემთხვევაში კი ბინაზე გადიან.

მიმართვიანობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული გაეცნო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics