11:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-11 18:41:00, 1309 ნახვა

საზოგადოება
ნარიყალას ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაცია დაიწყო

ნარიყალას ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ კრწანისის რაიონის გამგეობიდან აცნობეს,  სამუშაოებს, კრწანისის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

მათივე ცნობით, პროექტი, რომელიც შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რამდენიმე ნაწილისგან შედგება.

პირველი ეტაპი ციხის აღმოსავლეთი კედლის კლდოვანი ფუძე-საძირკვლების გამაგრებას და ბურჯების გამოქარული ფრაგმენტების აღდგენას მოიცავს. კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც.

ისტორიულ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი ბაიდარაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში. 

ლოკალური რეაბილიტაცია ქალაქის მთავარ ციხე-სიმაგრეს ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics