|
2016-12-10 16:44:54, 1188 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით, მეორე სამუშაო ჯგუფში შექმნილ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჟენევის პროცესში UNHCR-ის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ინტეგრაციის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური დახმარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს. ფილიპო გრანდიმ მინისტრს ვიზიტისა და გაეროს უმაღლეს კომისართან 2017 წლის დიალოგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ფილიპო გრანდიმ აღნიშნა, რომ UNHCR-ის მანდატის მიუხედავად, ლტოლვილთა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებით ოფისის საქმიანობის გააქტიურებას ანიჭებს. ბატონმა გრანდიმ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობასთან ოფისის თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრის დროს მინისტრმა სოზარ სუბარმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქ. ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი შალვა ცისკარაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ევროპის ბიუროს თანამშრომლები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)