|
2016-12-09 12:17:03, 2263 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ბუცხრიკიძე: ლარიზაციის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ინიციატივა, ლარიზაციასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბუცხრიკიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, ხელს შეუწყობს ლარებში მეტი სესხის გაცემას. მისივე განმარტებით, ეს პირველ რიგში, უფრო მეტად დაიცვას მომხმარებელს და ასევე მნიშვნელოვანია ბანკისთვისაც, რადგან ხელს შეუწყობს გარკვეული რისკების შემცირებას. „მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ვალუტას აქვს ცვალებადი კურსი. ამას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები, მაგრამ ამაზე არ შევჩერდები. მინდა შევაფასო ის ინიციატივა, რომელიც გააჩნია ეროვნულ ბანკს და მთავრობას ლარიზაციასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. მთავარი პრობლემა, რაც დღეს აწუხებს ქართულ საბანკო სექტორს და ასევე ქართველ მომხმარებელს, ესა არის ის, რომ სესხები უმეტესობა უცხოურ ვალუტაშია. გვესმის, რომ უკეთესი იქნება, რაც შეიძლება მეტი სესხი გავცეთ ლარში, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ დეპოზიტების დიდი ნაწილი დოლარშია, იძულებული ვართ, მხოლოდ მცირე ნაწილი გვქონდეს ლარებში წარმოდგენილი. ბოლო 9 თვის განმავლობაში ჩვენ დავინახავთ, რომ ლარებში გაცემული სესხების მოცულობა იზრდება. დარწმუნებული ვარ, მთავრობისა და ეროვნული ბანკი ინიციატივა, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, ხელს შეუწყობს ლარში მეტი სესხის გაცემას, რაც პირველ რიგში უფრო მეტად დაიცავს მომხმარებელს, მეორე რიგში ბანკებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს და მესამე მხრივ, ქართული ლარის ცვალებადობა უფრო მარტივი გახდება“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ბუცხრიკიძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა და დეტალები წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება, თუმცა მისივე ინფორმაციით, ეს სესხები 9-დან 10 პროცენტამდე ლავირებს. შეგახსენებთ, ე.წ. ლარიზაციის გეგმის ფარგლებში, დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანას 33 ათასი მსესხებელი შეძლებს, ისინი, რომლებმაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტი 2015 წლის 1 იანვრამდე აიღეს. აქედან 31 ათას მსესხებელს სრულად მოიცავს, ხოლო 2 ათას მსესხებელს - ნაწილობრივ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)