09:28 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 09:48:16, 1081 ნახვა

საზოგადოება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აგარა-ზესტაფონის და ძევრი ტყიბულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მათივე ცნობით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ105–კმ193 (აგარა-ზესტაფონის) და ჩოლაბურის ხიდი–თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16–კმ29 (ძევრი–ტყიბულის) მონაკვეთზე ყველა  სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო,  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე  აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ1-კმ40 მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ41-კმ106 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics