2016-12-05 17:23:12, 1348 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ჯაში აუდიტორია #115-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს ხვდება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია #115-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს ხვდება.
შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებიც ესწრებიან.
მარიამ ჯაშის განცხადებით, ყველა სტუდენტს თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს.
" შემუშავებული მაქვს 5 ბლოკად 12 კითხვა, რომლის გარშემოც ვიმუშავებთ. საკანონმდებლო ინიციატივას ეხება ორი ძირითადი საკითხი. ეს გახლავთ თვითმმართველობის არჩევის წესი და დაფინანსების საკითხები. თვითმმართველობის გაუქმებაზე საკითხი არ დგას. პირიქით, ვმსჯელობთ იმაზე, რომ კანონის დონეზე იყოს უფლებები გარანტირებული, ხოლო თვითმმართველობების რა სახე უნდა იყოს, ეს შეიძლება დარეგულირდეს",-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან