04:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 11:09:36, 767 ნახვა

საზოგადოება
თბილისი-თელეთის გაზიფიცირება დასრულდა

კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, თბილისი-თელეთის დასახლება გაზიფიცირებულია.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე კრწანისის მაჟორიტარი პარლამენტში და კრწანისის გამგებელი გაეცნენ. ბექა ოდიშარია და გიორგი კოპალეიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. დასახლებაში მცხოვრებლებს ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდებათ.

კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, თბილისი-თელეთის დასახლების გაზიფიცირება წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტი, რომელიც 100-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილის”-მა განახორციელა.

გაზის ცენტრალური ქსელის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics