|
2016-12-01 15:32:26, 1003 ნახვა
საზოგადოება
21-ე საუკუნის შავი ჭირი შიდსი - საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 6600 აღწევს
დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღევანდელი დღე შიდსის პანდემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შიდსმა მსოფლიოში 2007 წლისთვის 25 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსისმატარებელია, რაც მას ყველაზე დესტრუქციულ ეპიდემიად აქცევს ისტორიაში. მიუხედავად ბოლო დროს ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა მსოფლიოს მრავალ რეგიონში 2005 წელს შიდსის ეპიდემიამ 3,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 570.000 ბავშვი იყო. მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელს შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა. მას შემდეგ ეს იდეა მრავალმა მთავრობამ, საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციამ მთელ მსოფლიოში მიიღო. შიდსი- შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი, რომელიც ვითარდება აივ-ინფექციის (ინგლ. Acquired Immune Deficiency Syndrome, AIDS) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით. არსებითად არის აივ-ინფექციის ბოლო სტადია. შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების გზით მოხმარება, დაუცველი სქესობრივი კავშირი, მათ შორის ჰომოსექსუალური კავშირი. შიდსის ვირუსი არ გადაეცემა: ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის დაცემინებით ან კოცნით. შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი; საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრი, სტადიონი, საცურაო აუზი და სხვ. არ არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა; ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით. რა სიმპტომები ახასიათებს შიდსს? ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 3-10 წელს გრძელდება, ინფიცირებული ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს. შიდსი კლინიკურად გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება მრავალფეროვანი სიმპტომატიკით. ყველაზე ხშირად მას ახასიათებს: ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე; ლიმფური კვანძების გადიდება; ძლიერი საერთო სისუსტე; მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე; გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას; ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით; თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე და პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში. 2004 წლიდან საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით უკანსაკნელმა აღმოსავლეთ ევროპაში უზრუნველყო აივ მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. აივ ტესტირება ერთადერთი გზაა აივ ინფექციის დიაგნოზის დასადგენად, ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა ერთადერთი საშუალებაა აივ ინფიცირებულის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. დღეისათვის ანტირეტროვირუსული მკურნალობა 1971 შიდსით დაავადებულ პაციენტს უტარდება.
თაკო მაქაცარია
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)