|
2016-12-01 12:51:22, 757 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის მხარდაჭერით „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ ფერმერთა სათათბიროს აფუძნებს
საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, ფერმერთა სათათბირო ორგანოს ფორმირების მიზნით, პირველი სხდომა გამართა. როგორც ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა, ფერმერთა ასოციაციის ჩამოყალიბებით დამატებით საკომუნიკაციო პლატფორმა ჩნდება. „ევროკავშირის მხარდაჭერით ფერმერთა ასოციაციის ინიცირებით ფერმერთა სათათბიროს ჩამოყალიბება ხდება. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, დამატებითი საკომუნიკაციო პლატფორმა ჩნდება. ერთის მხრივ ფერმერებს ექნებათ საშუალება თავიანთი აზრი დააფიქსირონ და სახელმწიფოს ეფექტური გზით მიაწოდონ, მეორეს მხრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალება უჩნდება, რომ თავისი მიმდინარე პროგრამებზე განსახორციელ რეფორმებზე, გადაწყვეტილებებზე ინფორმაცია ეფექტურად მიიტანონ ფერმერებმა. ეს კომუნიკაცია ნამდვილად გააუმჯობესებს და ნამდვილად კარგი იქნება გადაწყვეტილებების უფრო ეფექტურად მისაღებად“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ფერმერთა ინტერესების უკეთ დაცვისა და საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის მიზნით, ა(ა)იპ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ფერმერთა სათათბირო ორგანოდ ჩამოყალიბდეს, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდება მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცეში, რაც უშუალოდ ფერმერთა საქმიანოას ეხება, მათი, როგორც მეწარმის მდგომარეობის გაუმჯობესებასა თუ გენვითარების ხელშეწყობას. ფერმერთა სათათბირო ორგანო უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფერმერთა აქტიურ ჩართულობასა და მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას. ფერმერთა სათათბიროს წევრობის მსურველი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: აგრარულ სექტორში მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება, მოქმედი კოოპერატივის წევრი/ხელმძღვანელი, წარმომადგენელი უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე და ეკონომიკურ (ფერმერულ) საქმიანობას ახორციელებდეს შესაბამის ტერიტორიულ არეალში. ფერმერთა სათათბიროს შემადგენლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 58 მუნიციპალიტეტის 116 წარმომადგენელი შევა. თითოეული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იქნება 2 წევრით. აქედან ერთს დაასახელებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ საბჭო, მეორეს კი- თავად საბჭოს მიერ არჩეული წევრი. გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრობაზე არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესის მეორე წევრი. საბოლოო გადაწყვეტილებას სათათბიროს წევრად მიღების შესახებ იღებს ფერმერთა ასოციაციის საბჭო. „აცნობიერებენ ფერმერები იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი ყოველდღიურად დგანან, დროა, მათ თავად მიიღონ აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და საკანონმდებლო ინიციატივების განხივლის პროცესში, რომელიც მათი, როგორც ფერმერის მომავალს განსაზღვრავს“,-განაცხადა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ. სათათბიროს ორგანოს ფორმირება ა(ა)იპ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ პარტნიორი ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო“ აქტიური მხარდაჭერით იმართება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორის გამოცოცხლებას ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ფერმერებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში. 2013-2018 წლებისთვის, ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შედაგენს. (NS)
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)