15:33 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 17:59:44, 1620 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 4.8%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 15.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 2.4 პროცენტი) 719.1 მილიონი ლარით, ანუ 4.8 პროცენტით მეტია.

„ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 298.5 მლნ ლარით ანუ 3.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 0.8 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 420.7 მლნ ლარით, ანუ 6.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 4.5 პროცენტით).  

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 30.32 პროცენტი შეადგინა - პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.21 პროცენტული პუნქტით მეტი.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.1 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  3.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.3 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics