|
2016-11-20 15:57:35, 851 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვის მიმდებარედ 2500 ხე დაირგო
თბილისის ზღვის მიმდებარედ დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო. თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „აეკომის“ წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. მათივე ცნობით, გამწვანების ღონისძიებაზე 1100 მუხა, 500 კავკასიური ცაცხვი, 200 მთის ნეკერჩხალი, 300 კედარი, 200 კატალპა, 150-იფანი და 50 ნეკერჩხალი დარგეს. კონტრაქტორი კომპანია ხე - მცენარეების მოვლა პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. “კომპანია „აეკომმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამიტომ, დღეს, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა დედაქალაქში, ეკოლოგიის თვალსაზრისით, უკეთესი გარემოს შექმნაში. ამიტომ, სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ, გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. აქციაში, ასევე მონაწილეობდნენ: მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და „აეკომის“ მეგობარი კომპანიები. ღონისძიებაზე დავით ნარმანია შვილთან ერთად მივიდა. აქცია საშემოდგომო რგვების ფარგლებში გაიმართა. გამწვანების სეზონური ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და, დედაქალაქის მასშტაბით, 80 000 ხე - მცენარე დაირგვება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)