|
2016-11-20 10:26:53, 775 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტომ აქცია - „გაამწვანე სამუშაო გარემო“ დაიწყო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილმა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინიციატივით, მომსახურების სააგენტომ პროექტი - „გაამწვანე სამუშაო გარემო“ დაიწყო. აქციის ფარგლებში, სააგენტოს 100-მდე თანამშრომელმა ქალაქ რუსთავში, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის - ფიჭვის, იფანის და კვიპაროსის 300-მდე ხე დარგო. ღონისძიებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძეც შეუერთდა და აქციაში თავისი წვლილი შეიტანა. პროექტში „გაამწვანე სამუშაო გარემო“ მომსახურების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ჩაერთვება. სააგენტოს რეგიონული დანაყოფების მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხეები ეტაპობრივად დაირგვება. აქციის მიზანია გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიური პრობლემების დაძლევაში მონაწილეობის მიღება. მომსახურების საგენტოს თანამშრომლები მათ მიერ დარგული ხეების მოვლას მომავალშიც გააგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)