|
2016-11-19 10:08:52, 1397 ნახვა
სამართალი
სასამართლომ წამებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ სცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი გოგა არაბული, გივი არაბული, ლაშა ალუდაური და მამუკა გაბახაძე დამნაშავედ სცნო ჯგუფურ წამებასა და არაერთგზის ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე'', მე-7 ნაწილის ,,ე'' და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტებით. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 მარტს მამუკა გაბახაძემ, გოგა არაბულმა, გივი არაბულმა და ლაშა ალუდაურმა ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, გოგა არაბულის მართვის ქვეშ მყოფი ,,MITSUBISHI-PAJEROS'' მარკის ავტომანქანაში, ვითომდა სალაპარაკოდ, ჩაისვეს გივი არაბულის მეგობარი გოდერძი არაბული და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სცემეს, შემდეგ კი ავტომანქანით, სისტემატური ცემის პირობებში, იძულებით გადაიყვანეს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარე გივი არაბულის საცხოვრებელ სახლში. "აღნიშნული პირები გოდერძი არაბულისგან გივი არაბულის კუთვნილი სამუშაო ხელსაწყოების ქურდობის აღიარებას მოითხოვდნენ და სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისთვის დასჯის მიზნით ჯგუფურად დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სცემდნენ, შემდეგ კი თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს, ყელზე ძლიერად მოუჭირეს პირსახოცი და დახრჩობით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ, რაც გოდერძი არაბული კატეგორიულად უარყოფდა მის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს და სთხოვდა მათ შეეწყვიტათ მისი წამება, გოგა არაბულმა აღიარების მიღების მიზნით, გოდერძი არაბულს დანით სახის მარცხენა ნაწილი დაუსერა, ხოლო გივი არაბულმა მარცხენა ყური მოაჭრა. სამართალდამცველებმა გოგა არაბული 2016 წლის 23 მარტს ქ. ბორჯომში, გივი არაბული 2016 წლის 11 მარტს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ლაშა ალუდაური 2016 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში, ხოლო მამუკა გაბახაძე 2016 წლის 21 ივლისს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე'' და მე-7 ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად არაერთგზის, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია) და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (წამება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გოგა არაბულს და გივი არაბულს 11 წლით, ხოლო ლაშა ალუდაურს და მამუკა გაბახაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)