|
2016-11-18 12:56:11, 1195 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თამარ ჟვანიამ პარლამენტს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიისა და დროებითი სამანდატო კომისიის კანდიდატურები წარუდგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პარლამენტს დასამტკიცებლად პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 11 წევრისა და პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის 17 წევრის კანდიდატურები წარუდგინა. ჟვანიას განცხადებით, პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, არჩევნების შედეგების პროპორციულობის პრინციპის დაცვით, კომისიის წევრობისთვის შემდეგი კანდიდატები შეირჩნენ-დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 კაცის შემადგენლობით: „ქართული ოცნებიდან“-გენადი მარგველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, ბექა ნაცვლიშვილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“-აკაკი ბობოხიძე, გიორგი ტუღუში, თინათინ ბოკუჩავა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“-ადა მარშანია. რაც შეეხება დროებით სამანდატო კომისიას, 17 წევრის შემადგენლობით-„ქართული ოცნებიდან“-გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, შალვა კიკნაველიძე, გიგა ბუკია, ოთარ ჩრდილელი, რუსლან პოღოსიანი, ნინო გოგუაძე, ლევან კობერიძე, დავით სონღულაშვილი, კობა ლურსმანაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი. ნაციონალური მოძრაობა-ხათუნა გოგორიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირმა ნადირაშვილი. პატრიოტთა ალიანსიდან-გიორგი ლომია. ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი სალომე ზურაბიშვილი. მე-9 მოწვევის პარლამენტი მათ კანდიდატურებს კენჭს ამწუთებში უყრის. „ჩემთვის დიდი პატივია, წარვდგე იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეებმა გადასცეს ხმა და მიანიჭეს მანდატი, რომ განახორციელონ ხელისუფლება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“,-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)