|
2015-03-20 16:42:23, 721 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობაში უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა. გამგეობის ინფორმაციით, კომისია, რომლის თავმჯდომარეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაიაა, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება. კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგი მოიწონეს და პირველივე სხდომაზე დებულების შემუშავება მოხდა. ამასთან, სხდომაზე შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც ბენეფიციარების კატეგორიების ჩამოყალიბებაზე იმუშავებენ და ჯგუფი, რომელიც შეაგროვებს წინადადებებს დებულების შესადგენად. კომისიის შექმნის იდეა ეკუთვნის მუნიციპალიტეტის გამგეობას არსებული საჭიროების გათვალისწინებით. გამგეობის სოციალური განყოფილების მონაცემთა ბაზაში არსებულმა ინფორმაციამ უსახლკარო და მძიმე სოციალური საცხოვრისი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვიტა ასეთ ბენეფიციარებს სახლი აუშენოს. როგორც ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, საპილოტე პროექტები, რომელზეც შემდგომ კონკურსი გამოცხადდება, უკვე მომზადებულია. „მუნიციპალიტეტის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლი იქნება კომფორტული და დაცული იქნება ჰიგიენის ყველა კრიტერიუმი, რაც ითვალისწინებს სველი წერტილების მოწყობას“, - აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)