|
2016-11-06 12:28:10, 817 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ყველის ფესტივალი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ვარდების მოედანზე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა . ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ყველის ფესტივალი ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება. „მინდა ყველას მივულოვო ყველის ფესტივალი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ადამიანები აგემოვნებენ იმ ახალ, საინტერესო პროდუქტებს, რომლებსაც ფერმერები ამზადებენ გულმოდგინედ მთელი წლის განმავლობაში. ყოველ წელს ჩვენ გვემატება ფაქტიურად ახალი სახეობები, რაც ქართული ყველის მრავალფეროვნებას ძალიან დიდ ელფერს სძენს. წელს 60-ზე მეტი ახალი სახეობის ყველია წარმოდგენილი. მნიშვნელიოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება როგორც ფესტივალში მონაწილე ფერმერთა, ასევე წარმოებული ყველის სახეობები. საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე ძველია, როგორც ღვინის და ქართულ პროდუქტებს შორის ქართულ ყველს ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. შესაბამისად, მნიშნელოვანია ქართული ყველი გახდეს ბრენდი და დამკვიდრდეს საერთაშორისო ბაზარზე“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა. წლევანდელ ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ყველის მწარმოებელმა 45 კომპანიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა წარმოადგინა. ღონისძიებს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 60-ზე მეტი სახეობის ყველი. მათ შორის: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობები და სხვა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული, უძველესი დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ყველის ოსტატებმა ყველის ამოყვანის მასტერკლასები გამართეს. ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული ღვინისა და თაფლის მწარმოებელმა კომპანიებმაც. განსაკუთრებული საფესტივალო განწყობა ანსამბლის „ბალადა“ მიერ შესრულებულმა ქალაქურმა სიმღერებმა შექმნა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ქართული ყველის წარმოების განვითარების ხელშეწყობას, ტრადიციების აღდგენას და ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიების განხორციელებას. (NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)