17:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 21:24:28, 755 ნახვა

საზოგადოება
ბოდბისხევში მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები გახდა ცნობილი

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ ადგილობრივმა განუცხადა, 28 წლის მარი ბალიაშვილი თანასოფლელმა  გოგიტა გელაშვილმა იმ დროს მოკლა, როცა ის მართვის მოწმობის თეორიის კურსზე მიდიოდა. მკვლელობის შემდეგ კი, გოგიტა გელაშვილმა მეგობრის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

გოგიტა გელაშვილს  მარი ბალიაშვილი წლების განმავლობაში უყვარდა, მისგან კი, უარს იღებდა. ბალიაშვილი  ქმარს გაშორებული იყო. მას 2 წლის  შვილი დარჩა.

„მარი ბალიაშვილი თანასოფლელმა გოგიტა გელაშვილმა მოკლა. გოგონა სოფელ ვაქირში  გათხოვილი და ქმარს გაშორებული იყო. დარჩა 2 წლის ბავშვი.“პრავის“ გაკვეთილზე მიდიოდა. იმ ბიჭს მანქანიდან დედა ჩამოუსვამს, გზაზე დახვედრია გოგოს და მოუკლავს.გასროლის ხმა არავის გაუგია, გოგონას ცხედარი შემთხვევით ნახეს. ალბათ, მაყუჩიანი იარაღით მოკლა. ამის შემდეგ ბიჭი მეგობართან წასულა  დახმარების სათხოვნელად. შეშინებია არ მიეგნოთ და თავი თოკზე ჩამოიხრჩო. არვიცი ვისთანაც მივიდა მეგობარი სახლში დახვდა თუ არა. გოგიტას მარი გათხოვებამდე და მის შემდეგაც უყვარდა და ის უარს ეუბნებოდა“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ბოდბისხევში მაცხოვრებელმა.

მომხდართან დაკავაშირებით გამოძიება   სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მეორე შემთხვევაში კი, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics