07:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 11:38:47, 991 ნახვა

საზოგადოება
პროფკავშირების ინფორმაციით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ქართველი მუშები სცემეს

გავრცელებული ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დაშავებული მუშები ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშრების წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, კიდევ ორი დაშავებული მუშა საავადმყოფოში დილით გადაიყვანეს.

„ახლა მივდივართ ზვარეში სიტუაციის გასარკვევად. წუხელ, გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს.  კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - განაცხადა ლეჟავამ. 

ცნობისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, ჩინური კომპანია „23 ბიურო“ რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics