05:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 14:22:01, 662 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შორის საპილოტე კონკურსის მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული 65 ამხანაგობის თავმჯდომარისათვის,  კახეთში ექსკურსია მოეწყო, ამის შემდგომ კი ისინი სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ ამხანაგობის თავმჯდომარეს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

კონკურსზე, ასევე,   4 ამხანაგობის თავმჯდომარეც დააჯილდოვეს, რომლებმაც  წარმოადგინეს 5 წუთიანი დოკუმენტური ფილმი. ფილმის  შინაარსი  ასახავდა კონკურსში მონაწილე ამხანაგობის ან მათი წევრების საქმიანობას ან ყოფა-ცხოვრებას.

ამჯამად,  მიმდინარეობს კონკურსის მესამე ეტაპი, განაცხადების მიღება  3 ნოემბერს დასრულდება.

კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია, წერილობითი შეტყობინების ფორმით ეცნობათ გამგეობის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეს, ასევე, საინფორმაციო სტენდი განთავსებული იყო გამგეობის შენობაში.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის, როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics