|
2016-10-28 16:19:24, 728 ნახვა
საზოგადოება
დავით რაქვიაშვილი: ნატოს გადაწყვეტილება გაზარდოს ალიანსის წარმომადგენლობა შავ ზღვაში, უსაფრთხოების გარემოს შეცვლის რეგიონში
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოების თემა. მათივე ინფორმაციით, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შავ ზღვაში ნატო-ს წარმომადგენლობის ზრდას ითვალისწინებს, საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების დამატებითი შესაძლებლობაა. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა პროცესში საქართველოს სათანადო ჩართულობის უზრუნველსაყოფად. „ნატოს გადაწყვეტილება გაზარდოს ალიანსის წარმომადგენლობა შავ ზღვაში შეცვლის უსაფრთხოების გარემოს რეგიონში. ჩვენი მიზანია, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობის გზით, მივაღწიოთ საქართველოს უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას. რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილება საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს მტკიცე ნება გახდეს ევროპული უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. დავით რაქვიაშვილის და უილიამ ლაჰიუს შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა დარსალია და ნატოს სამოკავშიროე ოფისის პოლიტიკური ოფიცერი თორსთენ დერიკი.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)