|
2015-03-19 11:47:59, 5172 ნახვა
კულტურა
"თიბისი გალერეა“ მერაბ აბრამიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
"თიბისი გალერეა" დღეს, 19:00 საათზე, მერაბ აბრამიშვილის პერსონალურ გამოფენას - „უცნობი მერაბ აბრამიშვილი“ უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ადრეული ნამუშევრები: ორი გრაფიკული სერია „ ამირანის ეპოსი“, და „ალავერდობა“; პორტრეტები, კომპოზიციები და ადრეული ფერწერული ტილოები. ნამუშევრები "თიბისი გალერეამ" მერაბ აბრამიშვილის ოჯახის კოლექციიდან შეარჩია. გამოფენის ორგანიზატორთა სურვილი იყო, საზოგადოება ახალგაზრდა მხატვრის ძიების ადრეულ პერიოდს გაცნობოდა - ექსპოზიცია იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებითი გზა. ცნობისთის, 16 მარტს მერაბ აბრამიშვილს 58 წელი შეუსრულდებოდა. ექსპოზიცია "თიბისი გალერეამ" მის იუბილეს მიუძღვნა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)