|
2016-10-20 15:48:02, 1209 ნახვა
კომენტარი
სოსო ცინცაძე: ყოველ ხელისუფლებას აქვს ცდუნება, რომ კონსტიტუცია მოირგოს, ეს „ოცნების“ ნოუ-ჰაუ არ არის
„ჩემთვის გაურკვეველია რა უნდა გადაწყვიტოს ჯგუფმა, რამდენადაც ვიცი საკონსტიტუციო კომისია არსებობს 3 წელია და ერთხელაც არ შეკრებილა“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნას გულისხმობს. ექსპერტის თქმით, მისთვის გაუგებარია რა ჯგუფზეა საუბარი და რა იქნება მათი კომპეტენცია. „ჩემთვის გაურკვეველია ერთი რამ, ჯგუფმა რა უნდა გადაწყვიტოს? რამდენადაც ვიცი, საკონსტიტუციო კომისია არსებობს, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ არის შექმნილი და ერთხელაც არ შეკრებილა. თუ იმ კომისიის რეანიმაციაზეა საუბარი ეს ერთი სიტუაციაა. ჯგუფმა რა უნდა გადაწყვიტოს? საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა თუ რა ცვლილებების შეტანა არის საჭირო? კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა რასაკვირველია შესაძლებელია. ჩვენ უკვე ამ ინიციატივით საფრანგეთს დავეწიეთ, იმიტომ რომ საფრანგეთში მეხუთე რესპუბლიკაა, მეხუთე კონსტიტუციაა. ჩვენ სულ რაღაც 25 წელიწადში მეხუთედ ვაახლებთ ჩვენს კონსტიტუციას. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ზვიად გამსახურდიამ დაიწყო და დღესაც ცვლილებები შეგვაქვს. არ ვიცი რა ჯგუფი იქნება და რა იქნება მისი კომპეტენცია. ცოტა გაუგებარია. ჩემთვის უფრო დამაჯერებელი იქნება, მხოლოდ კონსტიტუციონალისტებმა იმსჯელონ შესატან ცვლილებებზე. ბუნებით კონსერვატორი ვარ და დეგოლის პრაქტიკა მირჩევნია, როდესაც ყველა ცვლილება რეფერენდუმზე გადის. ნებისმიერი ხელისუფლება, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, იგივე საფრანგეთი, დე გოლის ჩათვლით საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ცვლიდა კონსტიტუციას. ამიტომ ეს არც დანაშაულია და არც სიახლეა. ყოველ ხელისუფლებას აქვს ცდუნება, რომ მოირგოს კონსტიტუცია. ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ნოუ-ჰაუ“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. პრემიერის ინიციატივას პრეზიდენტი გამოეხმაურა, რომელიც მზადაა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)