2016-10-20 11:53:33, 712 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენმა შშმ პირთა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შშმ პირთა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში მონიტორინგის შედეგები გააცნო.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შშმ პირთა დაწესებულებებში არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული და დამხმარე კადრების სიმწირე, ფსიქო-სოციალური სერვისებისა და პროფესიული კადრების ნაკლებობა, დაბალი პროფესიონალიზმი, გარესამყაროსთან და ოჯახთან კონტაქტის სიმწირე.
უჩა ნანუაშვილმა ასევე შშმ პირების ძალადობაზე ისაუბრა, რაც ძირითადდ ბენეფიციარებს შორის ვლინდება.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგი ხუთ სახელწიფო რეზიდენტულ დაწესებულებაში ჩაატარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან