2016-10-20 10:33:28, 764 ნახვა
საზოგადოება
რუსეთი ქართული ავიახაზების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას განიხილავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობა გაგრძელდება.
როგორც ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მთავრობაში განიხილება ქართული ავიახაზების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი.
“რუსეთის მთავრობაში განიხილება ქართული ავიახაზების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი. საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალი რჩება. ამავე დროს, ეს ქვეყანა მიმდინარე წელს რუსეთიდან ტურისტების რეკორდულ რაოდენობას მიიღებს, 1 მილიონზე მეტ ადამიანს”, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან