|
2016-10-13 15:17:38, 535 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ოლეგ სლიჟევსკის შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბელარუს კოლეგა ოლეგ სლიჟევსკის შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ბელარუსში საქართველოს საელჩოში გაიმართა, რომელსაც ელჩი დავით კოტარიაც ესწრებოდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის იუსტიციის სამინსიტროებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთოებბზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. საქართველოსა და ბელარუსს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდა, როდესაც მიმდინარე წლის 25 მაისს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. დოკუმენტს ხელი საქართველოს და ბელარუსის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს. ცნობისთვის, თეა წულუკიანის ვიზიტი ბელარუსში უკვე დასრულდა. იუსტიციის მინისტრი ბელარუსში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა. კომერციული მედიაციის თემაზე გამართული ფორუმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა. ფორუმზე იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, სამართლის დარგის სპეციალისტები მედიაციის გზით დავების მოგვარების შესახებ მსჯელობდნენ. თეა წულუკიანთან ერთად ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. საქართველოს იუსტიციის მინისტრს მასპინძლობას უწევდა ბელარუსის იუსტიციის მინისტრი ოლეგ სლიჟევსკი. ფორუმი ორდღიანი იყო და ის 12 ოქტომბერს დასრულდა. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების შეხვედრა ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)