|
2016-10-13 11:22:03, 2052 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
მინსკში საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მინსკის აეროპორტში საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, 28 წლის მამაკაცი მინსკიდან კიევში ყალბი პასპორტით აპირებდა ჩასვლას და მისი დაკავება 9 ოქტომბერს მოხდა. მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც მას ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა, რის შემდგომ მოხდა მისი ინდეტიფიცირება, როგორც ძებნაში გამოცხადებული ადამიანის. დაკავებულის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ბრალდებით. მას 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ცნობისთვის, 1 დღით ადრე საქართველოს კიდევ ერთი 54 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ბელარუსის საზღვარს კვეთდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებულს დეპორტაცია ელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)