|
2016-10-12 16:29:50, 1438 ნახვა
ეკონომიკა
გუდაური გენერალური გეგმის შესაბამისად განვითარდება
გუდაურში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში ახალი საბაგიროებისა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის 2016 წელს კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა“ შეიმუშავა მიწათსარგებლობისა და განვითარების გენერალური გეგმა. უწყების ცნობით, გუდაურის განვითარების გეგმა ფუნდამენტური დოკუმენტია კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. მასტერპლანმა გამოავლინა, თუ რა კუთხით უნდა გაგრძელდეს კურორტის განვითარება, ასევე მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს როგორიცაა საბაგიროების განლაგება და მშენებლობა, სათხილამურო გზების მომზადება, საჭირო აღჭურვილობის ეფექტური რაოდენობის განსაზღვრა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა, ავტოსადგომის, გასართობი და კების ობიექტები, მოთხილამურთა ოპტიმალური პოზიციონირება, სანიაღვარე გეგმა და სხვა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურის გენერალური განაშენიანების გეგმა შესაძლებლობას მოგვცემს, სწორად და გრძელვადიანად განვავითაროთ კურორტი. ეს არის განვითარების გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, თუ სად და როგორ განვითარდეს სათხილამურო ტრასები, საბაგიროები, როგორ უნდა იყოს განვითარებული სასტუმრო კომპლექსები და ასევე საცხოვრებელი კომპლექსები“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. განვითარების გეგმის პირველი ეტაპი მოიცავს 2400 მეტრიანი, 6 კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას და ორ საჩოჩიალოს. ქუმსიშვილმა მოინახულა როგორც საბაგიროს მშენებლობის პროცესი, ასევე სასტუმროების მშენებლობა. საბაგიროს მშენებლობას ახორციელებს “Black sea Group”, კურორტზე კი მონტაჟდება მსოფიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის საბაგირო. 2011-2012 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2015-2016 წლები საგრძნობლად პროგრესირებს. ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით. მრავალდჯერადი ბილეთების მომხმარებლები კი ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)