|
2016-10-12 14:58:04, 821 ნახვა
საზოგადოება
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 +27 გრადუსი იქნება ღამით კი, +13 +18. ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, ჰაერის ტემპერატურა კი ბარში ღამით +10 +15 გრადუსი, ხოლო დღისით +15 +20 გრადუსი იქნება. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი კი ასეთია: 14-ოქტომებრი: დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დღისით ზოგან ძლიერი, ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +9, +14°; ზემო აფხაზეთში ღამით +7, +12°, დღისით +11, +16° იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამისა და დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა ელჭექით მოსალოდნელი. დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ დაუბერავს. ჰაერის ტემპერატურა კი ბარში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, ხოლო დღისით +9, +14° იქნება. რაც შეეხება, დედაქალაქს, აქაც დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დღისით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12°, დღისით +20°. 15 ოქტომბერი: დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°; ზემო აფხაზეთში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°. აღმოსავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელია. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა კი ღამით +10°, დღისით +19° იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)