2016-10-08 15:22:44, 702 ნახვა
საზოგადოება
არჩევნების მსვლელობის დროს კიდევ ერთი ამომრჩეველი დაიღუპა
ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 51-ე საარჩევნო უბანთან 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტი იუწყება, გარდაცვლილმა ხმის მიცემის შემდეგ უბანი დატოვა და კიბეზე ჩამოსვლის შემდეგ წაიქცა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ქარელში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა.
საარჩევნო უბანში შესვლამდე მოხუცი მამაკაცი ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ექსპრენიუსს" განუცხადეს, შემოსული შეტყობინების საფუძველზე წინასაგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან