2016-10-07 14:28:14, 728 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდს დადებითად აფასებენ
არასამათავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო ოთხთვიანი პერიოდი დადებითად შეაფასეს.
ერთობლივი ბრიფინგი „სამართლიანმა არჩევნებმა", საია-მ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამართეს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, გარკვეული გამოწვევების მიუხედავად, 2012 წელთან შედარებით წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია.
„ვფიქრობთ, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველი გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს და მათ არჩევანზე განსაკუთრებული გავლენა ამ გამოწვევებს არ მოუხდენია“,-განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, გიგაურმა აღნიშნა, რომ პარტიების დაფინანსების სისტემა არის უფრო მეტად გამჭვირვალე და ნებისმიერ მოქალქეს შეუძლია ინფორმაციის მოპოვება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან