2016-10-07 13:32:58, 627 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში 3 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თემურ ფიფიას ქუჩაზე, დავით ყიფიანის ქუჩა N20-სა და ბელიაშილის ქუჩა N12ა-ზე ასფალტის საფარი 3500 კვ.მ ფართობზე დაიგო. მოწესრიგდა ბორდიურები და საფეხმავლო ტროტუარები.
ბელიაშვილის ქუჩა N12ა-ში, დიდუბის რაიონის გამგეობამ, ასევე მოაწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სკვერი.
„ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს სამტრედიის ქუჩა N2-სა და 4ა-ში, ასევე დიღმის მასივის 1-ლი კვარტლის 2ა და ბ კორპუსებთან. კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს, ამის შემდგომ კი ასფალტის ახალ საფარს დააგებს.
საგზაო სამუშაოებს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია "იბერი" ახორციელებს“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან