|
2016-10-07 11:24:49, 1242 ნახვა
ეკონომიკა
2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან 32 421 418 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
2016 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 32 421 418 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 35%-ით აღემატება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 74,6 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია. ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 154% (3 852 245), უკრაინა - 61% (3 457 028), დიდი ბრიტანეთი - 60% (67 522), ბელარუსი - 51% (789 876), პოლონეთი - 47% (1 633 514), ესტონეთი - 43% (485 688), ყირგიზეთი - 39% (163 966), რუსეთი - 36% (17 056 936), გერმანია - 18% (223 862), იაპონია - 20% (134 808), აშშ - 5% (191 086), ლატვია 1% (841098) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17056936), ჩინეთი (3852245), უკრაინა (3457028) , ყაზახეთი (2535163) და პოლონეთი (1633514). ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ს აღწევს. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 26,5% შეადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)