12:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 16:38:19, 672 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წამომადგენლობის თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

თბილისში გაგრის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის  უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ერიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

ასევე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა მოსახლეობამ პატივი მიაგეს დაღუპულ მებრძოლებს და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში გადაიხადეს.

5 ოქტომბერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით ხსოვნის დღედ გამოცხადდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics