2016-10-04 23:45:47, 770 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა შვედეთის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს, მარტინა ქვიქს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო. მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება სამხედრო განათლების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე გამახვილდა და საუბარი ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას შეეხო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედ დიპლომატს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ლევან იზორიამ მარტინა ქვიქს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან