|
2016-10-04 13:31:26, 658 ნახვა
საზოგადოება
ზაზა გაბუნიამ თემქის განვითარების გეგმის პრეზენტაცია გამართა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ "თემქის განვითარების გეგმა 2016-2020წ.წ." პრეზენტაცია გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, დასაქმების გეგმაზე და თემქისა და სანზონის პოტენციალის ფართოდ განვითარების შესახებ ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე ის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში ზაზა გაბუნია პარლამენტში გეგმავს: 1. დასრულდა თბილისის ზღვის გენერალური გეგმა. იწყება 5317 ჰა ფართობის ტერიტორიის საკურორტო ზონად განვითარების პროცესი, რომლის ფარგლებში აშენდება სხვადასხვა ტიპის და კლასის სასტუმროები, გოლფის მოედნები, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები, ამფითეატრი, ფეინთბოლის მოედანი, ვენახი, საფარი პარკი, მუნიციპალური ღია სანაპირო, თავისუფალი ვარდნის ატრაქციონი, ხელოვნური სათხილამური ტრასა, საბაგირო და სხვა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, გარემოს გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას. 2. მუშავდება თემქის ხევის განვითარების პროექტი, რომლის მიხედვითაც ხევის 11 ჰექტარზე მოეწყობა თანამედროვე კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე, სახალხო პარკი. 3. დაიწყება თემქის ცენტრალური სანიაღვრე ქსელის მოწყობა 4. დაიწყება მეწყერსაშიში ზონების გეოლოგიური კვლევა 5. წელს იწყება სპორტული კომპლექსის მსენებლობა აუზებით და სპორტული დარბაზებით. 6. თემქაზე ფუნქციონირებას დაიწყებს "მაკდონალდსი" და სხვა ბრენდები 7. საგზაო სამუშაოები განხორციელდება სადმელის, ანტონ მეორის, ავშნის, მონადირის ქუჩებსა და ყველა შიდაკვარტლურ გზასა და კორპუსების ეზოში 8. დაიწყება კორპუსების გამაგრება და ფასადების მოწესრიგება. 9. აშენდება საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი და ჩამოყალიბდება საფეხბურთო გუნდი 10. გაიზრდება თემქიდან დედაქალაქის დაფარვის ზონა სატრანსპორტო თვალსაზრისით 11. აქტიურად გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა. 12. გაკეთდება ველოტრასა თბილისის ზღვაზე 13. დაიწყება ავარიული სკოლების აღდგენა-რეაბილიტაცია 14. იგეგმება ყველა სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია 15. განხორციელდება პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია 16. გაიხსნება ახალი აფთიაქები და სუპერმარკეტები 17. უსახლკარო მოქალაქეებისათვის მოხდება სპეციალური საცხოვრებელი პროგრამის შემუშავება. 18. მოხდება გურამიშვილის გამზირისა და ანაპის ქუჩის რეაბილიტაცია-ადაპტაცია შშმ პირებისთვის. 19. ყველა კორპუსში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, საჭიროების მიხედვით 20. მოხდება მეტროსადგურების "სარაჯიშვილისა" და "გურამიშვილის" რეაბილიტაცია. 21. იგეგმება მაღალსართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების ტიპის პარკინგების მშენებლობა. პრეზენტაციის გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
(NS)
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)