|
2016-10-03 09:38:02, 635 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიების, მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ წელს, ქართული ღვინის კვირეული წარმატებით ჩატარდა და მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. ,,სასიამოვნოა, რომ ღვინის კვირეული ქართული ღვინის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო სომელიეთა ასოციაცის პრეზიდენტს, რომლის ინიციატივითაც აღნიშნული კონკურსი 3 წლის წინ დაარსდა და ტრადიციად იქცა. სახელმწიფო ყოველთვის იქნება მხარდამჭერი იმ მნიშვნელოვანი წამოწყებების, რომლებიც ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას. მისასალმებელია, რომ ინტერესი ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის მიმართ დღითიდღე იზრდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის 15 ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალური დიპლომები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟუირის წევრებმა გადასცეს. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს“ მესამე წელია ატარებს. კონკურსის ჟიურის წევრები პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები და ღვინის პროფესიონალები არიან. წლევანდელი კონკურსის ჟურის წევრები იყვნენ: ირმა ჭანტურია, ნინო მაისურაძე, თამთა ჭავჭანიძე, თინათინ ჯაჯანიძე, ეკატერინე ბუხრაძე, ლევან მეხუზლა, ფრანჩესკო კასტელი, მაგდა სურგულაძე, დავით მაჭავარიანი, გიორგი ბარისაშვილი, მარიამ ხომასურიძე, ირაკლი ნანეიშვილი, მარიაკა მიქიაშვილი, გიორგი დარსიმელია, დარეჯან დარაშვილი, ვანო შიუკაშვილი, გიორგი თევზაძე, ბონდო კალანდაძე, ვასილ სიხარულიძე, ზურაბ სტურუა, ჯონ ვუმბერმანი, გიორგი აბრამიშვილი, მურმან ქორიძე, მანანა ახვლედიანი, კლერ უგენბერგერი. ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ კომპანიები: ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა და ცნობილმა მეღვინემ და სპირტიანი სასმელების სპეციალისტმა, ბონდო კალანდაძემ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ქართული ღვინის ორდენით“ სამი პიროვნება დააჯილდოვეს. წელს „ქართული ღვინის ორდენი“ გადაეცათ: დავით ლორთქიფანიძეს (საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი) - საქართველოს, ვაზისა და ღვინის სამშობლოდ აღიარების მეცნიერულ დასაბუთებაში და არქეოლოგიური აღმოჩენებით დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; გიორგი ბარისაშვილს (მეღვინე, მწერალი) - ქართული ტრადიციული მეღვინეობის ისტორიის კვლევის სწავლებისა და პოპულარიზაციისთვის; გიორგი ნათენაძე (ვაზის მესხური ჯიშების მკვლევარი, კომპანია ვარძიის ტერასების დირექტორი) - ვაზის მესხური ტერასის აღდგენის ინიცირებისა და მის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ღონისძიების ფარგლებში, სერტიფიკატები გადაეცათ თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულებს, მათ შორის წარმატებულები კი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში სომელიეებისა და ასისტენტ-სომელიეების სტატუსით გაწევრიანდნენ. დაჯილდოვების ღონისძიებაზე განსაკუთრებული ამაღლებული და საზეიმო განწყობა სპეციალურმა სტუმრებმა - ნანი ბრეგვაძემ და ეკა მამალაძემ შექმნეს. (NS)
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)